აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

Image

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

 

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე დეივიდ ნორქუისტი აცხადებს, რომ ამერიკელებისთვის პატივია, რომ საქართველო მისი მეგობარი და პარტნიორია.

„დღეს აღინიშნება თანამედროვე ქართული სახელწიფოს დაფუძნების დღე. ამ ისტორიული მოვლენიდან 102 წლისთავზე, საქართველომ, თავისი ხალხის სიმამაცით, შეუპოვრობითა და სიმტკიცით, თანმიმდევრულად გადალახა გამოწვევები და დაამკვიიდრა თავისუფლების საფუძვლები. ჩვენი ერისთვის პატივია, რომ საქართველო მისი მეგობარი და პარტნიორია. აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის სახელით მინდა გულთბილი მილოცვა გამოვხატო ქართველი ხალხის მიმართ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“ , - აცხადებს დეივიდ ნორქუისტი.

„დღეს, როდესაც ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობას, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი მიესალმება თქვენს ძალისხმევას თავისუფლების, თვითმმართველობისა და დემოკრატიის გაძლიერებისთვის. ჩვენ ვიზიარებთ ამ ღირებულებებს და ვამაყობთ ერთობლივი მიღწევებით. დაე, თქვენმა ერმა და ჩვენმა პარტნიორობამ გააგრძელოს წინსვლა მომავალ წლებშიც. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“ , - აცხადებს ქეთრინ ვილბარგერი.

„საქართველო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან მუშაობა. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მაქვს შესაძლებლობა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის სახელით გამოვხატო თქვენდამი პატივისცემა. გთხოვთ, მიიღოთ როგორც ჩემი გულთბილი მილოცვა ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით, ასევე საუკეთესო სურვილები მშვიდობიანი, თავისუფალი, წარმატებული მომავლისთვის“ , - აცხადებს ლაურა კუპერი.

„საქართველოში მყოფი აშშ-ს თავდაცვის გუნდის სახელით, მინდა ქართველ ხალხს მივულოცო საქართველოს დამოუკიდებლობის 102-ე წლისთავი. მიუხედავად იმისა, რომ წელს ვერ შეძლებთ დამოუკიდებლობის დღის წესისამებრ საზეიმოდ აღნიშვნას, ვიმედოვნებ, რომ მაინც დატკბეთ ამ მომენტით. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მეგობრობის, თანამშრომლობის და უმთავრესად, მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის შეტანილი წვლილისთვის. საქართველო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“ , - აცხადებს სტეფანი ბაგლი.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !