-
2026-04-15 13:04
ქართული ესტრადის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა, ნინო ჩხეიძემ, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით საინტერესო მუსიკალური ექსპერიმენტი განახორციელა.
ხელოვნური ინტელექტის (AI) შესაძლებლობების დახმარებით შეიქმნა უნიკალური დუეტი.
პროექტის ფარგლებში, რომელზეც „NIOSTUDIO”-მ იმუშავა, შესრულდა ნინო ჩხეიძის ერთ- ერთი ჰიტი - „წაღვერი და თბილისი“.
ამ ექსპერიმენტმა დიდი ინტერესი გამოიწვია სოციალურ ქსელებსა და მუსიკალურ სივრცეში. მსმენელები აღნიშნავენ, რომ საქართველოში პირველად მოისმინეს მსგავსი შესრულება და აღფრთოვანებას ვერ მალავენ.
შესაძლებელია რომ, ასეთი პროექტები მომავალში მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად იქცეს.
ნინო ჩხეიძის ეს ნაბიჯი აჩვენებს, რომ ქართული მუსიკაც აქტიურად ერთვება თანამედროვე ტექნოლოგიურ ტრენდებში და იწყებს თანამშრომლობას ინოვაციებთან.