4-წლიანი პაუზის შემდეგ, Euphoria ტელეეკრანებზე დაბრუნდა, თუმცა მაყურებლებისგან უარყოფითი შეფასებები მალევე დაიმსახურა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ პირველი ეპიზოდი ვიხილეთ, ახალი სეზონი სოციალურ ქსელებში განხილვის თემად იქცა.
ამ მომენტისთვის IMDb-ზე ახალი სერიის რეიტინგია 6.8, თუმცა სერიალის გულშემატკივრები წერენ, რომ მე-3 სეზონის პირველ ეპიზოდს კიდევ უფრო დაბალი შეფასება ეკუთვნის.
კრიტიკის ფონზე, HBO-მ მორიგი ტრეილერი გაგვიზიარა და ახალი სეზონის შესახებ გარკვეული მოლოდინები შეგვიქმნა.
მალე მედისა და ქესის შეხვედრას ვიხილავთ და ტრეილერიდან გამომდინარე, ისინი ურთიერთობას აგრძელებენ. მართალია, რუ ჯერჯერობით ისევ პრობლემებშია გახვეული, თუმცა სიახლეები აქაც იქნება.
ჯულსის შესახებ, შემდეგ სერიებში უფრო მეტს გავიგებთ. რაც მთავარია, წინ გველოდება ნეითისა და ქესის ქორწილი, რომელიც, სკანდალების გარეშე არ დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ Euphoria-ს ახალ სეზონში მოვლენები მე-2 სეზონის დასასრულიდან 5 წლის შემდეგ ვითარდება.
შემდეგ სერიას მაყურებელი 19 აპრილს იხილავს.