-
2020-05-26 10:12
ესპანეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ანტონიო გუტიერეს ლიმონესი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„სენატის საგარეო საქმეთა კომისიის თავმჯომარის რანგში მსურს მოგილოცოთ ქართველ ხალხს 26 მაისის ეროვნული დღესასწაული, დღე, როდესაც საქართველო დამოუკიდებლობას აღნიშნავს. ასევე მინდა გითხრათ, რომ ესპანეთი და საქართველო ვაგრძელებთ მჭიდრო ურთიერთ თანამშრომლობას, რათა ერთად დავძლიოთ კოვიდ - 19 გამოწვეული კრიზისი და ჩვენი ქვეყნებისთვის უკეთესი მომავალი შევქმნათ“ , - აცხადებს ლომონესი.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.