სომხეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 125 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ქვეყანაში დადასტურებულ პაციენტთა რაოდენობამ 2273-ს მიაღწია. ქვეყანაში ბოლო 24 საათის მანძილზე არავინ გარდაცვლილა.
მეკობრეებმა პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან 10 მეზღვაური გაიტაცეს, მათ შორის საქართველოს 9 მოქალაქეა, - ამ შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დაადასტურეს. უწყების ცნობით, მეზღვაურების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცავებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა მამაკაცმა ცოლს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
„ტესლას“ გენერალური დირექტორი, SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი აცხადებს, რომ თითქმის მთელ თავის ქონებას ყიდის. „ვყიდი მთელ ჩემს პირად ქონებას. სახლი აღარ მექნება“, - წერს მასკი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ კონსულტაციები გრძელდება.
გერმანიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 945 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 161 703-მდე გაიზარდა, -ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ რობერტ კოჰის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, ჩინეთში კორონავირუსის მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამის მანძილზე, ქვეყანაში კორონავირუსით არავინ დაღუპულა.
აჭარაში კორონავირუსზე 382 პირი გამოიკვლიეს, თუმცა არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს.
აშშ-ის „საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ” კორონავირუსის სამკურნალოდ გადაუდებელი საჭიროების დროს გამოყენებისთვის პრეპარატ „რემდესივირზე“ ნებართვა გასცა,- ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.