თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი, ლალი ტურძელაძე ადასტურებს, რომ მისი კლინიკის ექიმი კორონავირუსით დაინფიცირდა, თუმცა, კატეგორიულად უარყოფს, რომ კლინიკაში ვირუსის შიდაგადაცემაა.
საქართველოს პარლამენტში ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის გოგი მეშველიანის განხადებით, სოფელ მუშევანში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებულები არ არიან.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ინციდენტი მოხდა. როგორც სააგენტო ,,ინტერპრესნიუსისათვი" იუწყება, სიტყვიერი დაპირისპირება და მცირე შეხლა-შემოხლა იმ დროს მოხდა, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკაში გადასაყვანად ერთ-ერთ ოჯახში მედპერსონალი, სამართალდამცავები და სოფლის რწმუნებული მივიდნენ.
არსებული ინფორმაციით, ოჯახის ახლობლებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც ქვებით დააზიანეს აღნიშნულ სოფელში მერის წარმომადგენლის ავტომანქანა.
საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ გვერდზეა განთავსებული.ამავე ინფორმაციით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 566-ს შედგენს. გამოჯანმრთელებულია 207 ადამიანი. კარანტინის რეჟიმშია - 5320 პირი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 548. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს - 3 მოქალაქელ.
აზერბაიჯანში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 1854-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, 50 ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ ქვეყნის ოპერატიული შტაბი იუწყება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის შეფასებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გაუქმება გამართლებული არ იქნებოდა. ამის შესახებ მაია მიმინოშვილმა განაცხადა.
პირველი მარტის შემდეგ, მსოფლიოში კორონავირუსით ათობით ჟურნალისტი გარდაიცვალა. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია Press Emblem Campaign-ი ავრცელებს.
ბოლო დროს ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ გავრცელებული კრიტიკული და ცილისმწამებლური განცხადებები სრულიად მიუღებელია , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „დღეს პანდემიასთან ბრძოლაში, ისევე როგორც მანამდე ლუგარის ცენტრის სამეცნიერო მიღწევები და მისი უდიდესი მნიშვნელობა ჩვენს დაფასებას და მადლიერებას იმსახურებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სოფელ ყანდაურაში, დედის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა.
ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია უკრაინის პრეზიდენტისადმი ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიმართვას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ წერილში აქცენტები არასწორადაა დასმული.