მადონა ახალი ალბომით, შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება.
მელომანებში დიდი მითქმა-მოთქმის პასუხად, სუპერვარსკვლავმა გავრცელებული ხმები დაადასტურა და განაცხადა, რომ მისი 2005 წელს გამოშვებული ალბომი "Confessions on a Dance Floor " მეორე ნაწილით გრძელდება.
მისი სახელწოდება, უბრალოდ, Confessions II იქნება. მადონასთვის ეს რიგით მე-15 სტუდიური ალბომი იქნება.
ანონსთან ერთად, პოპის დედოფალმა 1-წუთიანი თიზერი და ალბომის გარეკანიც გაგვიზიარა. მომღერლის თქმით, "ბევრი არასწორად მიიჩნევს, რომ საცეკვაო მუსიკა ზედაპირულია".