საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 582-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 24 საათში 16-ით გაიზარდა და 582 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5025 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 540 პირი.

>>>

ლევან რატიანის განცხადებით, დღეს გარდაცვლილ ქალს აღენიშნებოდა ქრონიკული პათოლოგიები, არტერიული ჰიპერტენზია, მორბიდული სიმსუქნე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, დღეს გარდაცვლილი პაციენტი 72 წლის ქალია, რომელიც საავადმყოფოში 14 აპრილს მოათავსეს. მისივე განმარტებით, ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

>>>

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი ახალი პაციენტიდან, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი ახალი პაციენტი მოათავსეს, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს პაციენტი არის რისკის მატარებელი მაღალი ასაკითა და თანმხლები დაავადებით.

>>>

ნათია მეზვრიშვილი - ერთი ეტაპიდან მეორეზე შეიძლება ორ კვირაზე ადრე გადავიდეთ, ან მოხსნილი შეზღუდვები ხელახლა დავაწესოთ, ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე

იმ გეგმით, რომელიც გასულ კვირას წარმოვადგინეთ, ღონისძიებების შემსუბუქების ეტაპებს შორის გათვალისწინებულია ორკვირიანი შუალედი, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე - შესაძლებელია, ერთი ეტაპიდან მეორეზე გადავიდეთ უფრო ადრე, ან - უფრო გვიან, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

>>>

გორის სამხედრო ჰოსპიტლის ინფიცირებულ მედდასთან კონტაქტში მყოფ კიდევ ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

ახალი კორონავირუსი გორის სამხედრო ჰოსპიტლის კოვიდინფიცირებულ მედდასთან კონტაქტში მყოფ კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. ახალი ინფიცირებული, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის მცხოვრებია და ის მედდის ნათესავია. ინფიცირებული ბოლო დღეების განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

>>>

შსს-მ ბოლნისის სოფელ მუშევანში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლნისის სოფელ მუშევანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც  უწყებაში განაცხადეს, გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

>>>

ლალი ტურძელაძე - კორონავირუსით გარდაცვლილი მერვე პაციენტი 71 წლის იყო და ბევრი თანმხლები დაავადება ჰქონდა

აქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-8 პაციენტი 71 წლის ქალი იყო და ბევრი თანმხლები დაავადება ჰქონდა, - აღნიშნულის შესახებ  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა.

>>>

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - პანდემია არ დასრულებულა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საგანგებო მდგომარეობად რჩება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კვლავ რჩება გლობალური საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიის გამო არის გამოცხადებული. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა.

>>>

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის შეთავაზების შესახებ ინფორმაციას საზოგადოება უახლოეს დღეებში შეიტყობს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო აცხადებს, რომ არსებობს დეპუტატთა საკმარისი რაოდენობა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დაინიშნოს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

ტიმოშენკოს განცხადებით, რამდენიმე დღეში საზოგადოება დეტალურად შეიტყობს პრეზიდენტის მიერ სააკაშვილისადმი შეთავაზების შესახებ. მისი თქმით, ეს ისტორია დაწყებულია, მაგრამ ჯერ არ დასრულებულა.

>>>

ოკუპანტ რუსეთის მშენებლობის მინისტრს და მის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ოკუპანტ რუსეთის მშენებლობის მინისტრს ვლადიმერ იაკუშევს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც "რია ნოვოსტი" წერს, მინისტრი ჰოსპიტალიზებულია.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !