დავით ზალკალიანი დიასპორის წარმომადგენლებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და გლობალური პანდემიის დროს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

Image

საგარეო საქმეთა მინისტრი დიასპორის წარმომადგენლებს დამოუკიდებლობის და ქართული დიასპორის დღეს ულოცავს. დავით ზალკალიანი სპეციალურ ვიდეომიმართვაში COVID-19- ის პანდემიასთან ბრძოლის პროცესში სახელმწიფოსა და დიასპორის თანამშრომლობაზე საუბრობს და მადლობას უხდის საზღვარგარეთ მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამრევლოებს და დიასპორის თითოეულ წარმომადგენელს პანდემიით გამოწვეულ რთულ პერიოდში თანამემამულეების დახმარებისა და მათი გვერდში დგომისთვის.

 

„პანდემიის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მითითებით, საგარეო უწყებას ორი მთავარი ამოცანა დაესახა - უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნება და ადგილზე მათთვის დახმარების აღმოჩენა. ჩვენმა სახელმწიფომ წარმატებით გაართვა თავი ამ ამოცანას და შედეგად, საქართველოს წამყვანი პოზიციები უკავია იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც შეძლეს პანდემიის პირობებში უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისთვის ეფექტიანი დახმარების აღმოჩენა. სახელმწიფოს ხელშეწყობით, სამშობლოში დაბრუნდა 13,000-მდე მოქალაქე, ხოლო ადგილზე დახმარება აღმოვუჩინეთ 21,000-ზე მეტ თანამემამულეს,”- აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.

დავით ზალკალიანი ვიდეომიმართვაში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ პროექტზეც საუბრობს, რომლის ფარგლებში, დაფინანსდება საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ის ინიციატივები, რომლებიც მიმართული იქნება კრიზისის შემდგომ პერიოდში უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დახმარებაზე. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს პრიორიტეტად რჩება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვა.

„უდიდესი მნიშვნელობა აქვს უცხოეთში მყოფ ქართველ ახალგაზრდებთან და სტუდენტებთან ურთიერთობას. შესაბამისად, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდულ საკითხებს და სამშობლოში ახალგაზრდა, პროფესიონალი კადრების მოზიდვას. გაფართოვდება პროგრამის - "იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი" ქვეყნების არეალი და გაიზრდება პროექტში ჩართული ახალგაზრდების რიცხვი. სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) ერთად გააგრძელებს პროგრამას - „საქართველოს მაღალპროფილური დიასპორის ჩართულობა ქვეყნის განვითარებაში“ და წარმატებული დიასპორელების ღვაწლის დაფასებას," - აცხადებს ზალკალიანი.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველომ წარმატებით შეძლო პანდემიის მართვა, რაც არაერთხელ იქნა აღიარებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ასევე ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მიერ. საგარეო საქმეთა მინისტრი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთონ საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციის პროცესში.

„საქართველოს გააჩნია კონკურენტული უპირატესობა, კვლავ იქცეს ტურისტულად მიმზიდველ, უსაფრთხო დანიშნულების ადგილად და გვაქვს საფუძვლიანი ამბიცია 1 ივლისიდან ვუმასპინძლოთ საერთაშორისო ვიზიტორებს. ამ პროცესში მნიშვნელოვანია თქვენი როლი და მოგიწოდებთ, საქართველოს საელჩოებთან ერთად, კვლავაც აქტიურად ჩაერთოთ ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცებისა და მისი შესაძლებლობების წარმოჩენის პროცესში,"- აცხადებს დავით ზალკალიანი.

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !