მიხეილ ჩხენკელი - გილოცავთ ჩვენს უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს!

Image

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სრულიად საქართველოს, უცხოეთში მყოფ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თითოეულ თანამოქალაქეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

 

„თანამემამულენო, გილოცავთ ჩვენს უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს! გილოცავთ ყველას: საქართველოსა თუ უცხოეთში მყოფებს, ჩვენი მრავალეროვანი სამშობლოს თითოეულ მოქალაქეს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს. განსაკუთრებული სითბოთი ვულოცავ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში მოღვაწე ადამიანებს, ვინც დღეს დაუღალავად შრომობს და საკუთრი წვლილი შეაქვს გლობალური გამოწვევის დაძლევაში.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება თავისუფლების იმ იდეალის გამარჯვებაა, რომელიც მუდამ განსაზღვრავდა ჩვენს ისტორიას. და თუმცა პირველი რესპუბლიკა ხანმოკლე აღმოჩნდა, არ განელებულა ქართველთა ბრძოლა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, რაც 1991 წელს სახელმწიფოებრიობის საბოლოოდ აღდგენით დაგვირგვინდა.

დღეს ქედს ვიხრით მათი ნათელი ხსოვნის წინაშე, ვინც სიცოცხლე შესწირა ამ დიადი მიზნის მიღწევას.

დღეს ასევე მადლიერებას გამოვხატავთ უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორებისადმი, რომელთა უწყვეტი თანადგომა დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში ჩვენთვის ფასდაუდებელია.

სწორედ თავისუფლება გვაძლევს ძალას, გავაგრძელოთ ისტორიული გზა, გავაღრმავოთ დემოკრატიული განვითარება, ცოდნაზე დაფუძნებული, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა და ჩვენი წარსულისა და კულტურის საკადრისი ადგილი დავიმკვიდროთ ევროპის თავისუფალ ერთა თანამეგობრობაში,“ - აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.

მინისტრის განცხადებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !