-
2020-05-26 09:56
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იაცეკ ჩაპუტოვიჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერას უცხადებს.
"პოლონელები მხარს უჭერდნენ, უჭერენ და დაუჭერენ საქართველოს, დემოკრატიული ღირებულებების არჩევასა და დასავლურ სამყაროსთან დაახლოების საქმეში. პოლონეთის რესპუბლიკა და პოლონელი ხალხი უცვლელი რჩება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერაში”, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა მინისტრის წერილში, რომელსაც საქართველოში პოლონეთის საელჩო ავრცელებს.