რეპორტაჟი დაღუპული ქართველი სამხედროების სამგლოვიარო ცერემონიალიდან

ავღანეთში დაღუპულ სამი ქართველი სამხედრო პირის ცხედარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დაახლოებით 10:30 საათზე ჩამოასვენეს.

>>>

ბოკერია: „იმედი მაქვს, პრემიერის ინტერვიუს „ევრონიუსთან“ მყისიერი განმარტება მოჰყვება“

,,ევრონიუსთან" ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებისგან განმარტებას ითხოვს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია:

>>>

პრეზიდენტმა 16 მაისი გლოვის დღედ გამოაცხადა

შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

 

1. ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF)) სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისას 2013 წლის 13 მაისს ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპული საქართველოს შეიარაღებული ძალების 3 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად საქართველოში 2013 წლის 16 მაისი გამოცხადდეს გლოვის დღედ.

 

2. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2013 წლის 16 მაისს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვებულ იქნას სახელმწიფო დროშები", - ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.

 

საქართველოს მთავრობა დღეს გამოვიდა ინიციატივით და პრეზიდენტს მიმართა, რომ ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნის პატივსაცემად 16 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდეს.

გივი თარგამაძე: "ვწუხვარ, რომ ივანიშვილის გარდა, "მეცხრე არხს" პუტინიც ჰყავს უფროსად"

,,ძალიან ვწუხვარ, რომ მეცხრე არხს ივანიშვილის გარდა პუტინიც ჰყავს ხელმძღვანელად,"- განაცხადა გივი თარგამაძემ ტელეკომპანია ,,აფხაზეთის ხმის" პირდაპირ ეთერში, "პრესკლუბი მე-17 სართულზე" სტუმრობისას.

 

მისი თქმით, მე-9 არხმა ბალტიისპირეთში მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით რუსული ტელეკომპანია ,,რტრ"-ის დაკვეთით იმუშავა:
,,რტრ"-ის ჟურნალისტმა ჩემთან ინტერვიუს დროს დაადასტურა რომ მეცხრე არხის ჟურნალისტებმა მათი დაკვეთით იმუშავეს, როცა ჩამისაფრდნენ სახლთან.

 

ეს მასალა პირდაპირ ეთერში მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ, ორი წუთით აჩვენა "მე-9 არხმა", რათა ,,რტრ"-ს აეღო ეს მასალა და რუსულ სპეცსამსახურებს ჰქონოდათ ზუსტი ინფორმაცია, სად ვიმყოფებოდი."-განაცხადა თარგამაძემ.

 

გივი თარგამაძე დღეს სტუმრად "პრესკლუბში მე-17 სართულზე" იმყოფებოდა. "პრესკლუბი მე-17 სართულზე" პერიოდულად გავა ტელეკომპანია "აფხაზეთის ხმის" ეთერში და ის პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ეს პრინციპი საერთო იქნება მომავალში ყველა სხვა სტუმრისთვისაც, რაც ქართულ ტელესივრცეში ნოვატორული ნაბიჯია.

საპატრიარქო და რელიგიური გაერთიანებები 17 მაისის აქციის შესახებ

საპატრიარქო და  საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებები  17 აპრილის აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აფხაზეთის ხმა" უცვლელად გთავაზობთ:

 

"გვინდა გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება 17 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრესი დასაყრდენია, ხოლო მისი უზრუნველყოფა – საზოგადოებრივი დემოკრატიული პროცესების წარმატებით წარმართვის აუცილებელ პირობას.

 

ეს თავისუფლება ერთის მხრივ ინდივიდის თვითრეალიზაციის საშუალება, ხოლო მეორეს მხრივ საზოგადოებისათვის საჭირბოროტო თემებზე აზრის გამოთქმის, დისკუსიების, დებატების გზით შეთანხმების მიღწევისა და საზოგადოების განვითარების წინაპირობაა.

 

დემოკრატიული საზოგადოებისათვის ასევე ფასეულია შეკრებების თავისუფლების უზრუნველყობა, რომელიც გამოხატვის რეალიზების ერთ-ერთი საშუალებაა"- ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრემიერმინისტრი „ევრონიუსს“: სერბეთი და კოსოვო ჩვენთვის ძალიან კარგი მაგალითია

"საქართველო რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ ისწრაფვის", - ასე დაასათაურა "ევრონიუსმა" 14 მაისს გამოქვეყნებული ინტერვიუ საქართველოს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან.

საქართველოს შიდა პრობლემებთან და საგარეო კურსთან დაკავშირებული საკითხების გარდა, ბიძინა ივანიშვილს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა საერთაშორისო მასშტაბის რამდენიმე კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებითაც.

ერთერთი შეკითხვა ასე ჟღერდა: "სერბეთმა და კოსოვომ განაცხადეს, რომ აწესრიგებენ ურთიერთობებს და დაიწყო მათ შორის შეთანხმების მომზადების პროცესი ბრიუსელში.

 

შესაძლოა ეს იყოს მაგალითი და მოტივაცია, რომ დაალაგოთ ურთიერთობა აფხაზეთთან და ოსეთთან?", რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა:

 

"ეს ძალიან კარგი მაგალითია. ეს ადასტურებს, რომ მსოფლიო იცვლება და ადამიანები, ვინც წარსულში რაღაცას ვერ ახერხებდენ, ახლა პოულობენ საერთო ენას და აღწევენ შეთანხმებას. შესაბამისად, ჩვენ არ უნდა დავიშუროთ ენერგია, რომ დავლაგოთ ურთიერთობა ჩვენს ძმებთან - ოსებთან და აფხაზებთან და, რა თქმა უნდა რუსეთთანაც."

 

"ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რათა დავალაგოთ ურთიერთობა ჩვენს დიდ მეზობელთან", - ამბობს ივანიშვილი ინტერვიუში და დასძენს, რომ საქართველომ დაკარგა ტერიტორიის 20%, თუმცა აუცილებლად დაიბრუნებს მას, მხოლოდ არა ძალის გამოყენებით, არამედ მოლაპარაკების შედეგად. ივანიშვილი აცხადებს, რომ რუსეთსა და საქართვეელოს შორის დღეს არსებული ურთიერთობა არცერთი მხარისთვის არაა მისაღები და ხელსაყრელი.

 

პრემიერმინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო საზოგადოება დაეხმარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში.

პრეზიდენტი მთავრობას ოკუპირებული რეგიონების აღიარების რისკის შესახებ აფრთხილებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთავრობას ოკუპირებული რეგიონების აღიარების რისკის შესახებ აფრთხილებს, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი. ადმინისტრაცია მთავრობას ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით პოლიტიკის კორექტირებას და 2008 წლის ომის გამოძიებაზე მუდმივი აპელირებისგან თავშეკავებას ურჩევს. "გვსურს, კიდევ ერთხელ მივმართოთ საქართველოს მთავრობას და გავაფრთხილოთ, რომ 2008 წლის ომის გამოძიებაზე მუდმივი აპელირება და საქართველოს მთავრობის დადანაშაულების მცდელობა განუზომლად ზრდის ოკუპირებული რეგიონების სხვადასხვა ქვეყნების მიერ აღიარების რისკს.ახალი ხელისუფლების ამგვარ დამოკიდებულებას შეიძლება მოჰყვეს კატასტროფული შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის, რაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად ამ გამოძიების ინიციატორებს დაეკისრებათ. საქართველოს ხელისუფლების დიპლომატიური ჩარევის შედეგად ოკუპანტმა სახელმწიფომ ჩვენი ტერიტორიების აღიარების საკითხთან დაკავშირებით მიზანს თითქმის ვერსად მიაღწია. სწორედ ამ დიპლომატიის შედეგია, რომ ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაცია, ისევე როგორც მსოფლიოს სახელმწიფოები, ერთეული რეჟიმების გამოკლებით, აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის ფაქტს. ასევე, ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტში ასახულია ტერმინი "ოკუპაცია", რაც ქმნის იმის გარანტიას, რომ გარდაუვლად დადგება დეოკუპაციის დროც. ნებისმიერი ხელისუფლების ვალდებულებაა, მუდმივად იცავდეს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, რაც თანმიმდევრულ პოლიტიკასა და მსოფლიოს ლიდერებთან აქტიურ ინტერაქციასაც გულისხმობს. სამწუხაროდ, ამჟამინდელი მთავრობის ზემოაღნიშნული პოზიცია 2008 წლის ომის გამოძიებასთან დაკავშირებით, არათანმიმდევრული დიპლომატია და განცხადებები, კოსოვოს მოდელის მისაღებობის შესახებ, დასახელებულ მიზნებს ვერ მოემსახურება", - აღნიშნულია განცხადებაში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრს რამდენიმე კვირის წინ სპეციალური წერილით მიმართა, რომელშიც არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებულ დეტალებს განუმარტავდა და მნიშვნელოვან საკითხებზე თანამშრომლობას სთავაზობდა. "სამწუხაროდ, ამ წერილს არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრსა და მთლიანად მთავრობას, კარგად დაფიქრდნენ მათი ქმედებების შესაძლო კატასტროფული შედეგების შესახებ და, საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე, მოახდინონ პოლიტიკის კორექტირება ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოს პრეზიდენტი კვლავაც გამოთქვამს მზადყოფნას, მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან არაღიარების პოლიტიკისა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის, ისევე როგორც ქვეყნის უსაფრთხოებასა და განვითარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმართულებით", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

თეა წულუკიანი: ფარული ჩანაწერები საჯაროდ უნდა განადგურდეს

ფარული ჩანაწერები საჯაროდ უნდა განადგურდეს,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. ინიციატივა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაახმიანეს, სპეციალური კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, აუცილებლად განსახორციელებელია. თუმცა აქაც არსებობს რისკები, ამიტომ ეს საკითხი კარგად უნდა იყოს შესწავლილი, - აცხადებს წულუკიანი. იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ სექსუალური უმცირესობის ჩაგვრა ბარბაროსობაა. "ეს ადამიანები, გეები გამოდიან, რათა თქვან "გამარჯობა, ჩვენ ვარსებობთ," რადგან ისინი ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვეპლები, მათ შორის თავიანთი მშობლების მხრიდანაც. ერთ მშვენიერ დღეს ახალგაზრდა ბიჭი იღვიძებს და ხვდება, რომ მას ქალი კი არ მოსწონს, მოსწონს კაცი. ასეთი რაღაცები არსებობს, ეს ამ ადამიანების გამოგონილი არ არის. როდესაც ადამიანი იღვიძებს ასეთი განცდით და იმის გათვითცნობიერებით, რომ მე ვარ უმცირესობა. არ შეიძლება რომ ამის გამო მას ვინმე თავს დაესხას, გალახოს, რადგან ეს არის ბარბაროსობა. ეს არ არის ჩვენი ქართული საზოგადოების სახე, მე ამის მწამს,” - აღნიშნა წულუკიანმა.  მისივე თქმით, არ შეიძლება ცივილიზებული ადამიანები ერთმანეთს უჭვრიტინებდნენ, ვის ვისთან სძინავს.

უგულავა: პრეზიდენტის თანამდებობას ყველაზე მეტად ორი კანდიდატი - დავით ბაქრაძე და ირაკლი ალასანია შეესაბამება

პრეზიდენტის თანამდებობას ყველაზე მეტად ორი კანდიდატი - დავით ბაქრაძე და ირაკლი ალასანია შეესაბამება. ამის შესახებ ჟურნბალისტებთან თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა და აღნიშნა წინასწარ თქმა, თუ ვინ იქნება "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი შეუძლებელია.

"პრაიმერის შედეგი შესაძლოა, მოულოდნელი იყოს, როგორც ჩემთვის, ისე საზოგადოებისა და ჟურნალისტებისთვის. ჩემი აზრით, პრეზიდენტის თანამდებობას ყველაზე მეტად ორი კანდიდატი შეესაბამება - "ქართული ოცნების" მხრიდან - ირაკლი ალასანია, ხოლო "ნაციონალური მოძრაობიდან - დავით ბაქრაძე", - აღნიშნა გიგი უგულავამ.

 

გივი თარგამაძე საქართველოში ბრუნდება

გივი თარგამაძე საქართველოში ბრუნდება
და შიდა პოლიტიკაში აქტიურ მონაწილეობას
აპირებს. "მოამბესთან" ინტერვიუში თარგამაძე ამბობს,
რომ საქართველოში პირველივე რეისით დაბრუნდება.
იგი ბოლო რამდენიმე თვეა ლიტვაში ცხოვრობს.
თარგამაძემ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო,
რაც ინტერპოლის ბიურომ მასზე რუსეთის მოთხოვნით
დაწყებული ძებნა შეწყვიტა. ის ასევე განმარტავს, რომ
ინტერპოლმა ძალიან სწრაფად მოახდინა რეაგირება და
დაადგინა, რომ რუსეთის მიერ მიწოდებული საქმე არ
შეესაბამება ინტერპოლის კონსტიტუციას.

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !