
"ოკუპაციის მუზეუმის" კურატორი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ლევან ურუშაძე ტრაგიკულად დაიღუპა.
ლევან ურუშაძე ავტოსაგზაო შემთხვევას სოფელ აღაიანთან მაშინ ემსხვერპლა, როცა ქუთაისიდან თბილისში ბრუნდებოდა.
ლევან ურუშაძე საკუთარ ავტომობილს თავად მართავდა. ავტოავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, ის გახდა, რომ მას საჭესთან ჩაეძინა.
"აფხაზეთის ხმის" ინფორმაციით, ავტომანქანაში სხვა პირებიც იმყოფებოდნენ, თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ლევან ურუშაზე მეგობრებთან ერთად ქუთაისში, "პიკასოს კლუბს" სტუმრობდა, შეხვედრის შემდეგ კი თბილისში ბრუნდებოდა.