ვანო მერაბიშვილი სასამართლო პროცესს განცხადებით ეხმაურება

Image

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი განცხადებით ეხმაურება გუშინდელ სასამართლო პროცესს

 

"მინდა გამოვეხმაურო გუშინ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომას, რომელსაც სამწუხაროდ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დავესწარი. პირველ რიგში მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ადვოკატებს, რომელთა ძალისხმევითაც, პირველივე მოწმეების დაკითხვამ აშკარა გახადა პროკურატურის არგუმენტების უსუსურობა და საქმეში არსებული პოლიტიკური მოტივები. თუნდაც ის ფაქტი, რომ სწორედ პროკურატურამ დაასახელა ფინანსთა სამინისტრო დაზარალებულად, მაშინ, როდესაც თავად ეს უწყება არ თვლიდა თავს ასეთად, ცხადყოფს, რომ პროკურატურა ასრულებს პოლიტიკური ხელმძღვანელობის დაკვეთას.

აქამდე დაკითხული ყველა მოწმის ჩვენება ადასტურებს, რომ ჩემი და ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება და განხორციელებული მოქმედება უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამასთან დაკავშირებით იყო კანონიერი. 

აქვე მინდა კითხვით მივმართო პროკურატურას და სასამართლოს - თუ კონტროლის პალატამ, როგორც მისმა წარმომადგენელმა აღნიშნა, პროკურატურიდან მიღებული მხოლოდ სამი მოწმის ჩვენების საფუძველზე დაადგინა ჩვენს მიერ ჩადენილი დარღვევები, მაშინ რატომ გახდა საჭირო სასამართლოში 3969 მოწმის წარდგენა და დაკითხვა"-ნათქვამია ვანო მერაბიშვილის განცხადებაში. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !