
25 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის წინ აქცია: "ნახვამდის, ბატონო პრეზიდენტო!" გაიმართება.
აქცია სოციალურ ქსელში დაიგეგმა და მასში მონაწილეობის სურვილი, ორგანიზატორების გარდა, უამრავმა მოქალაქემ უკვე გამოთქვა. აქციის მონაწილეები ამ ფორმით გამოხატავენ მადლიერებას მიხეილ სააკაშვილისადმი, რომელმაც არშემდგარი სახელმწიფოდან დემოკრატიულ საწყისებზე მდგარი ქვეყანა შექმნა. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას აქციაში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.