
საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, საფრანგეტში დაკავებული დავით კეზერაშვილის საქმეს სასამართლო კვირის ბოლოს განიხილავს.
ამის შესახებ ინფორმაციას დაკავებულის ადვოკატები ავრცელებენ და ამბობენ, რომ სავარაუდოდ, კეზერაშვილი უნდა გაათავისუფლონ.
"საქმე იმდენად სუსტია, რომ ჩვენი ინფორმაციით, დავით კეზერაშვილი უნდა გაათავისუფლონ", - აცხადებს ადვოკატი, რომელიც თითქმის გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ ფრანგულმა სასამართლომ, შესაძლოა, საქართველოს პროკურატურის მოთხოვნა ექსტრადირების შესახებ დააკმაყოფილოს.