თბილისის დროით 03:00-ზე კიევში, ევრომაიდანზე „ბერკუტისა“ და შინაგანი ჯარების ნაწილებმა დემონსტრანტები დაარბიეს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისში უკრაინის დროშა აღმართეს.
ქუთაისში 40 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელიც, სავარაუდოდ, წამებითაა მოკლული. - ინფორმაციას topnews.com.ge ავრეცელებს.
პოლონეთის პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ განაცხადა, რომ არ დაესწრება ზამთრის ოლიმპიადის გახსნას სოჭში. პოლონეთის ლიდერის თქმით, ეს არ არის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტი.
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მსჯავრდებულ ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეზე ე.წ. ქურდული წესების მიმდევრები , კრიმინალური ავტორიტეტები გელა უშხვანი, სოლომონ დაშნიანი და თეიმურაზ გურეშიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ.
ვიდეოპორტალებზე "ბელა ჩაოს" მოტივებზე აწყობილი "ვიტია, ჩაო!" გავრცელდა.
უამინდობის გამო საქართველოს საავტომობილო გზებზე ისევ პრობლემებია ცალკეული ტრანსპორტით გადაადგილების კუთხით.
წუხანდელმა ღამემ კიევში დაანონსებული დარბევის გარეშე ჩაიარა. ევრომაიდანზე მთელი ღამის განმავლობაში რჩებოდა დაახლოებით 500 დემონსტრანტი.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვას მოლაპარაკების პროცესის ჩაშლა.
მიღებულია გადაწყვეტილება, კიევის ცენტრი ბარიკადებისგან გაიწმინდოს და მანქანების მოძრაობა აღდგეს, - ამის შესახებ კიევის მილიციის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ოლგა ბილიკი აცხადებს.