
“ერისიონი“ აპრილში გასტროლებით მოსკოვში მიემგზავრება. ამის შესახებ news.ge-ს ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა განუცხადა.
ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი"ერისიონს" მოსკოვში, კრემლის საკონცერტო დარბაზში კონცერტი 14 აპრილს აქვს დაგეგმილი. “ეხლა 2 გზის მოღალატე ვიქნები“, - აღნიშნა იუმორით ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა.
შეგახსენებთ, რომ „ერისიონი“ რუსეთში გასტროლებზე 2013 წლის მარტშიც იმყოფებოდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი ანსამბლის სათაო ოფისთან საზოგადოების ნაწილმა დევიზით "ნუ უცეკვებ მტერს!" – "ერისიონს" საპროტესტო აქცია მოუწყო.