
კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების დროს ცეცხლსასროლი იარაღით მკერდში დაჭრილი დემონსტრანტი დღეს გარდაიცვალა.
ეს უკვე მესამე დემონსტრანტია კიევში, ვისი გარდაცვალების მიზეზი იარაღით მიღებული ჭრილობა გახდა.
22 იანვრის შემდეგ დაჭრილი საავადმყოფოში იმყოფებოდა, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, ბოლოს კი ექიმებმა ზედა კიდურის ამპუტაციაც ჩაუტარეს, თუმცა ყველა ღონისძიება ამაო აღმოჩნდა.
დაღუპული დემონსტრანტი 45 წლის რომან სენიკია. წარმოშობით ის იავორივშინიდანაა, ბოლო წლებში ტუკში ცხოვრობდა. მას მშობლიურ მხარეში დაკრძალავენ.