
მთავრობის მეთაურისა და უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობიდან გათავისუფლების სემდეგ ვიქტორ იანუკოვიჩმა ოპოზიციისთვის ახალი შეთავაზებები გაახმიანა.
როგორც გაირკვა, უკრაინის პრეზიდენტი მზადაა, პრემიერ მინისტრის თანამდებობა არსენ იაცენიუკს, ხოლო ჰუმანიტარულ საკითხებში ვიცეპრემიერის – ვიტალი კლიჩკოს შესთავაზოს.
ამასთან, იანუკოვიჩი დათანხმდა საკონსტიტუციო ცვლილებებს და მზადყოფნა გამოთქვა, რომ ამ მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნას. ასეთია დღეს გამართული მოლაპარაკების დეტალები.