
ვიტალი კლიჩკო და, სავარაუდოდ, არსენ იაცენიუკიც, უარს იტყვიან პრეზიდენტ იანუკოვიჩის შეთავაზებაზე. ამას კლიჩკოს მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებული სტატუსები ადასტურებს, თუმცა, დამატებით ვრცელდება ვერსია, რომ ვიტალი კლიჩკოს სტატუსი "ტვიტერში" ყალბი აქაუნთიდანაა გაკეთებული.
მოლაპარაკების მიმდინარეობისას შემდეგ ვიტალი კლიჩკოსა და არსენ იაცენიუკს იანუკოვიჩმა უკვე ვაკანტური სამტავრობო თანამდებობები შესთავაზა: პრეზიდენტის თქმით, მზადაა, პრემიერმინისტრად იაცენიუკი, ხოლო ჰუმანიტარული სფეროს ვიცეპრემიერად ვიტალი კლიჩკო დანიშნოს. შეთავაზება ვერ მიიღო ოპოზიციის კიდევ ერთმა ლიდერმა – ტიაგნიბოკმა.
ამის მიუხედავად, კლიჩკოს პოზიცია მისი სტატუსებიდან გახდა ცნობილი: ის არ აპირებს შეთავაზების მიღებას და იანუკოვიჩს გონივრული გადაწყვეტილებისკენ მოუწოდებს:
„იანუკოვიჩმა დღეს ვიცეპრემიერის თანამდებობა შემომთავაზა: მას კიდევ ცოტა დროს მივცემ, რომ იფიქროს...“, – წერს ვიტალი კლიჩკო.