
დაახლოებით ასამდე შვეიცარიასა და ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები უკრაინელი გავიდა დავოსში პიკეტზე, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ჩატარების ადგილას მოაწყვეს.
უკრაინელები ფორუმის მონაწილეებსა და სხვა მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებდნენ, ყველაფერი ეღონათ უკრაინაში სისხლისღვრის შესაჩერებლად.
მათ ხელები სიმბოლურად შეიკრეს და თავზე ტომრები ჩამოიცვეს, რითაც სიმბოლურად აღწერეს, როგორ ექცევა უკრაინის ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ.
პიკეტის დასასრულს აქციის მონაწილეებმა უკრაინის ჰიმნი შეასრულეს. ინციდენტი არ მომხდარა.