
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს ერთდროულად ათეულობით ადამიანმა ერთნაირი სიმპტომებითა და ჩივილით მიმართა. ისინი საკვები პროდუქტის მიღების შემდგომ ინტოქსიკაციას უჩივიან.
მოწამლულთა უმრავლესობა ასახელებს ერთსა და იმავე მისამართს ბათუმში, სადაც შაურმა იყიდეს და, სავარაუდოდ, მოიწამლნენ. მოწამლულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ერთის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.
მედიკოსები ამბობენ, რომ ზუსტი პასუხი, თუ რისგან მოიწამლნენ მოქალაქეები, ექსპეტიზის შემდეგ, 24 საათში გაირკვევა.