-
2014-01-25 23:41
კიევთან ახლოს რუსეთიდან ჩამოფრინდა 7 სამხედრო–სატრანსპორტო თვითმფრინავი – ცნობას სოციალურ ქსელში უკრაინელი დეპუტატი იური სიროტიუკი ავრცელებს.
„6 სატვირთო АН-12 გოსტომელში და АН-24 ჟულიანებში რუსეთიდან ჩამოფრინდნენ. მებაჟეებსა და მესაზღვრეებს ახლოს არ უშვებენ“, – წერს სიროტიუკი, რომელიც, ამავდროულად, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის წევრია.
შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა განცხადება, რომ რუსეთიდან უკრაინის შსს–მ საბრძოლო ხელყუმბარები მიიღო, რომელთა სიგთავსის შესახებ ამ დრომდე უცნობია. ოპოზიციის შტაბის ცნობით, ამ სტატიაში აღწერილ ხელყუმბარებს მილიციელები და შინაგანი ჯარის წევრები პირველივე შეტაკებისთანავე გამოიყენებენ ევრომაიდნის აქტივისტების წინააღმდეგ.
შენიშვნა: ფოტო აღებულია wikipedia.ru-დან