სოფელ ვაჩიანში დედისა და სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებული 24 წლის ახალგაზრდაა და ის შსს-მ ცოტა ხნის წინ დააკავა. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და ამბობს, რომ სახლში ქურდობის მიზნით, ფანჯრიდან შევიდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ოჯახის წევრებმა შენიშნეს, ისინი მოკლა და ხანძარი განგებ გააჩინა. ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი, სავარაუდოდ, ძილში, ხანძრის შედეგად გაიგუდა.
2013 წლის 9 ივლისს გამართულ ბრიფინგზე, მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ ციხის ცნობილი კადრები ვლადიმერ ბედუკაძემ გიორგი ლომიას 2011 წლის სექტემბერში გადასცა.
პორტუგალიის ნაკრებმა დამატებით დროში, 109-ე წუთზე ედერის მიერ გატანილი გოლის წყალობით ევროპის ჩემპიონატის ფინალში "პარკ დე ფრანსზე" საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს დანიშნული რეფერენდუმი ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჩაიშალა. ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, რეფერენდუმზე ამომრჩეველთა მხოლოდ 1% გამოცხადდა.
რუსეთ საქართველოს შორის ბოლო პერიოდის ყველა ომის ვეტერანი რუსი მფრინავი რიაფაგატ ხაბიბულინი, რომელიც სირიაში ჩამოაგდეს, ასევე მისი მეწყვილე, ლეიტენანტი ევგენი დოლგინი სიკვდილის შემდეგ უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინეს.
ინტერნეტში დიდი პოპულარობით სარგებლობს კომპანია "იკანოს" მიერ პოლიფონიაში შესრულებული "ნირვანას" ერთერთი ყველაზე ცნობილი კომპოზიცია.
ცოტა ხნის წინ სამართალდამცველებმა გუკა რჩეულიშვილი დააკავეს. ინფორმაციას გუკა რჩეულიშვილის დედაზე დაყრდნობით, "პირველი რადიო" ავრცელებს.
უკრაინელმა ათლეტმა ქალმა, 21 წლის ნატალია პრიშჩეპამ თავი გამოიჩინა ნიდერლანდებში, ამსტერდამში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატში და უკრაინის ნაკრებს პირველი ოქრო მოუპოვა.
1000 გამოკითხული რესპონდენტიდან 307, ანუ 30,7% მიიჩნევს, რომ „ბაქრაძე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი და მთავრობას დააკომპლექტებს.