
დისტრიბუტორი გაძარცვეს ზუგდიდის ცენტრში იმ დროს, როცა ის საკუთარ ბინაში შესვლას აპირებდა: ახალგაზრდა მამაკაცს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა, ხოლო მძარცველებმა 4.000 ლარამდე გაიტაცეს.
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. დაზარალებული - კახა ბუკია ერთერთი ფირმის დისტრიბუტორია. მას მაღაზიებიდან დღის განმავლობაში გამოტანილი ფული ჰქონდა თან. ის ამბობს, რომ სავარაუდოდ, უთვალთვალებდნენ. საქმე 178-ე მუხლით არის აღძრული.