
გორში თეატრალურ ფესტივალზე მესხეთიდან ჩამოსულ სტუმრებს წარმოდგენის დასრულების შემდეგ მანქანა გაზარცვული დახვდათ: უცნობმა პირებმა აკუმულატორი მოიპარეს.
„ჩავჯექი მანქანაში, გადავატრიალე გასაღები, არ დაიქოქა... გადმოვედი და ვნახე, აკუმულატორი იყო ამოღებული, კაპოტი იყო ახდილი... არც გატეხილი იყო მანქანა, არც სხვა რამე იყო წაღებული“, - ჰყვება „ვაზ 21 06“-ის პატრონი, დაზარალებული თეიმურაზ მახარაშვილი.