
გორში ტაქსის მძღოლი დააკავეს, რომელმაც 12 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება ედება ბრალად. ტაქსის მძღოლის დაკავების ფაქტს შსს ადასტურებს.
ტაქსისტის დაკავებას ადასტურებენ იმ კომპანიაშიც, სადაც მძღოლი მუშაობდა, თუმცა, დაკავების მიზეზებზე ვერაფერს ამბობენ. თვითმხილველთა თქმით, ტაქსის მზღოლმა 12 წლის გოგონა ღამის საათებში ქუჩაში აიყვანა, შემდეგ კი მისი გაუპატიურება სცადა. ერთერთი ვერსიით, გოგონამ გაქცევა მოახერხა და მომხდარი სამართალდამცველებს შეატყობინა.