გეგუთის ციხის ყოფილი უფროსი სკაიპით დაკითხვას ითხოვს და სკანდალურ ფაქტებს ახმაურებს

Image

გეგუთის ციხის ყოფილი უფროსი მალხაზ სინაურიძე, "რუსთავი 2-თან" საუბრისას სკანდალურ განცხადებას აკეთებს. სინაურიძე ეკა ბესელიასა და ლაშა ნაცვლიშვილს ადანაშაულებს.  

 

ციხის ყოფილი დირექტორი, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული, ამბობს, რომ პროკურორებმა მისი ტელეფონის ნომერიც იციან და სკაიპითაც უკავშირდებიან. 

 

სინაურიძე მოითხოვს, რომ სასამართლოზე  სკაიპის საშუალებით დაკითხოს.  ციხის ყოფილი დირექტორი პირობას დებს, რომ ამ დაკითხვისას ბევრ სკანდალურ ფაქტს მოყვება და არა მხოლოდ გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეზე ლაშა ნაცვლიშვილზე და დეპუტატ ეკა ბესელიაზე, რომლებსაც ზეწოლაში ადანაშაულებს.

 

სინაურიძე ამბობს, რომ მისგან ეკა ბესელია და ლაშა ნაცვლიშვილი ლევან კორტავას საქმეზე, ციხეში შედგენილი ოქმის გაყალბების საკუთარ თავზე აღებას ითხოვდენ. სინაურიძე ამბობს, რომ თუ ის ამ ბრალდებას საკუთარ თავზე აიღებდა, ბესელიაც და ნაცვლიშვილიც მისი 7 თანამშრომლის განთავისუფლებას უზრუნველყოფდნენ. 

 

საქმე ეხება 2013 წლის 13 მაისს წლის წინ გეგუთის ციხეში მოკლულ ლევან კორტავას საქმეს, რომელზეც თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატიმარი კიბიდან დაგორდა და ისე გარდაიცვალა, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ პატიმარი არც კიბეზე არ დაგორებულა და არც უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით ის საკანში სასტიკად სცემეს და მრავლობითი დაზიანებების გამო ის რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. 

 

„ქალბატონ ეკასთან მქონდა საუბარი პარლამენტში. ამის შემდეგ მე შუამავლის მეშვეობით ლაშა ნაცვლიშვილს ვესაუბრე. შუამავალი ლაშა ღურწკაია იყო. ჩემი თანამშრომლები დაკავებულები იყვნენ მათი გათავისუფლების გამო მე ავიღე ჩემს თავზე გარკვეული ბრალდებები და ისინი გათავისუფლდნენ ციხიდან.

 

ბესელიამ და ნაცვლიშვილმა  მომთხოვეს ეს გამეკეთებინა. საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდებოდა. ციხეში ჩემი არყოფნის დროს საწყალი მსჯავრდებულის გარდაცვალება მოხდა მეთერთმეტე დღეს ქალაქის საავადმყოფოში. გადაწყდა, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავზე მე უნდა ამეღო. 

 

მე ამერიკის შეერთებულ შტატებში 2 აგვისტოს მივფრინავდი არც ბრალი მქონდა წაყენებული და არც მოწმის სახით ვიყავი დაბარებული. ეს შეთანხმებული იყო ხელისუფლებასთან. გაფრენის დროს საპასპორტო სამსახურმა კომპიუტერი დაგვიზიანდაო და დაგველოდეთო. სწორედ ამ დროს ღამის 04:00 საათზე მირეკავს, დეპარტამენტის თავმჯდომარე და მეუბნება, რომ პროკურატურას აქვს თხოვნა არ წახვიდე ქვეყნიდანო თან იყო მუქარა, რომ თუ წავიდოდი ჩემს თანამშრომლებს დაიჭერდნენ.

 

მეორე დღესვე მოხდა ეს, დააკავეს ისინი. ამის შემდეგ მე ავიღე ჩემს თავზე ეს ბრალდებები და ოქტომბერში წავედი ქვეყნიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში,“- აცხადებს გეგუთის ციხის ყოფილი უფროსი მალხაზ სინაურიძე. 

 

"რუსთავი-2"

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !