
დიდ დიღომში ცნობილი გინეკოლოგი ლევან მაყაშვილი დაჭრეს. შემთხვევა გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე მოხდა. უცნობი პირები მაყაშვილს თავს საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაესხნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა 45 წლის მამაკაცს დაზიანებები გულ-მკერდის და სახის არეში მიაყენეს.
დაჭრილმა სადარბაზოდან გასვლა თავად შეძლო და რის შემდეგაც მეზობლებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. დაზარალებული ექიმებმა ქირურგიის ინსტიტუტში გადაიყვანეს.
მაყაშვილს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების თქმით, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარის ძიება უკვე დაიწყეს სამართალდამცველებმა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
"რუსთავი-2"