
სამეზობლო დავა მსხვერპლით დასრულდა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანში - მოკლულია 70 წლის მამაკაცი, კიდევ ორი პირი კი დაიჭრა.
დაჭრილი შუახნის მამაკაცი მოკლულის შვილია, ხოლო მეორე დაჭრილი - მეზობელი. როგორც ამ დროისთვის ცნობილია, კონფლიქტის მიზეზი დიდი ხნის წინ დაწყებული სამეზობლო დავა გახდა. ლელიანში ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცველები. შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტო ჟურნალისტმა რომან ქევხიშვილმა "ინტერპრესნიუსისთვის" გადაიღო.