
დღეს ნაფიცმა მსაჯულებმა კობა ხარშილაძესა და მიხეილ ძაძამიას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს, ხოლო მოსამართლეს შემამსუბუქებელი განაჩენის გამოტანის გადაწყვეტილება მისცეს.
მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, კობა ხარშილაძეს აღნიშნულ საქმეზე შემსუბუქებული სასჯელი 2 წლისა და 4 თვის ვადით განესაზღვრა, ამნისტიის შედეგად კი, 1 წელი და 9 თვიანი ვადა დარჩა. ძველმა სასჯელმა კი, რომელიც გრინსერვისის საქმეზე აქვს ხარშილაძეს შეფარდებული, შთანთქა ახლად განსაზღვრული სასჯელი და ხარშილაძეს საბოლოოდ 4 თვის ვადით პატიმრობა განესაზღვრა, რომელიც მიმდინარე წლის 24 დეკემბერს სრულდება.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულ მიხეილ ძაძამიას, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას თავდაპირველად 11 თვე და 41 დღის ვადით პატიმრობა განესაზღვრა. ამნისტირებული მუხლის საფუძველზე მას 8 თვითა და 23 დღით განესაზღვრა პატიმრობა, თუმცა მას გირაოს შეფარდებამდე აღნიშნული ვადა პატიმრობაში გატარებული აქვს, რაც ჩაეთვლება და შესაბამისად, იგი სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდა და პატიმრობაში აღარ დარჩება.