
კლუბ "ვიტამინის" მენეჯერმა ლიკა კიკიანმა დღეს მედიას ის დაზიანებები გადააღებინა, რომლებიც, მისი თქმით, პოლიციელების მხრიდან ცემის შედეგად მიიღო.
კიკიანი ამბობს, რომ არ აპირებს, ვინმეს ეს ინციდენტი შეარჩინოს: "მთელ მსოფლიოს გავაგებინებ, რადგან მერამდენე შემთხვევაა, როცა ასეთ ფაქტებს ჩქმალავენ", - ამბობს ლიკა კიკიანი.
ფრაგმენტი "კურიერის" რეპორტაჟიდან.