-
2015-07-08 21:54
კუს ტბაზე მომხდარი ინციდენტი, სავარაუდოდ, ცხრა სათვალთავლო კამერამ გადაიღო. კუს ტბის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ ინციდენტი ნამდვილად მოხდა და ის გადაღებულია.
შსს აცხადებს, რომ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა უმოკლეს დროში დაასრულა და დაასკვნა, რომ ლიკა კიკიანი დააკავეს, მაგრამ მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა არ მომხდარა. ამის დასასადატურებლად შსს-მ ვიდეოც გამოაქვეყნა.
ამის მიუხედავად, ლიკა კიკიანი ამბობს, რომ შსს-ს მიერ გამოქვეყნებული კადრები სათვალთვალო კამერებიდან დამონტაჟებული და ფრაგმენტულია, ხოლო მისი ნაცნობი ბიჭები, რომლებიც, მისი თქმით, პოლიციამ სცემა, ამ ფაქტს შიშის გამო არ აღიარებენ.
არაფერს ამბობენ კლუბ "ვიტამინშიც", სადაც ლიკა კიკიანი მენეჯერად მუშაობს. კომენტარს არც ადმინისტრაცია აკეთებს და არც თანამშრომლები. რაც შეეხება ექიმებს, რომლებიც დაზიანებებზე საუბრობენ, მათი პოზიციაც განსხვავებულია: "ნიუ ჰოსპიტალის" ექიმი, რომელთანაც კიკიანი დამოუკიდებლად მივიდა, ადასტურებს, რომ მას გარეგნული დაზიანებები ჰქონდა, ხოლო სასწრაფო დახმარების ექიმი ამბობს, რომ ლიკა კიკიანს არანაირი დაზიანებები არ აღენიშნებოდა, თუმცა კლინიკაში გადაყვანა შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს.
შეგახსენებთ, ლიკა კიკიანი აცხადებდა, რომ კუს ტბის ფასიან ავტოსადგომთან მას ოცამდე პოლიციელი სასტიკად გაუსწორდა. ამ ინციდენტის შესახებ მან "ფეისბუქზე" ვიდეომიმართვა გაავრცელა.
ვიდეო: ფრაგმენტი "კურიერის" სიუჟეტიდან