
29 წლის ტურისტი ქობულეთში, ბარ "ტროპიკანკასთან" გულმკერდში ცივი იარაღით დაჭრეს - ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციამ მიმალვის მცდელობის დროს დააკავა.
თვითმხილველთა თქმით, ორი მამაკაცი ბარში იმყოფებოდა, რა დროსაც მათ შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა და ერთმა მეორე გარეთ გაიხმო. ცოტა ხნის შემდეგ ბარში ერთი მამაკაცი დაბრუნდა და პერსონალს დახმარება სთხოვა. მისი თქმით, ნაცნობმა დანა დაარტყა. როგორც აღმოჩნდა, მაკაცს დანა გულმკერდში რამდენჯერმე ჩაარტყეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ ქობულეთის საავადმყოფოში დაჭრილი სწრაფად გადაიყვანეს, მაგრამ იქ მის ჯგუფის სისხლი არ აღმოაჩნდათ.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციამ გაქცევის მცდელობის დროს დააკავა. მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ეჭვმიტანილი 20 წლისაა.