
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია მიიჩნევს, რომ "რუსთავი-2"-ის ქონების დაყადაღებაში უსამართლო არაფერია, რადგან ამით კომპანიას მაუწყებლობის პრობლემა არ ექმნება.
ამის თაობაზე მან "კურიერთან" ისაუბრა და დაამატა, რომ დღემდე ათასობით ადამიანი ცხოვრობს დაყადაღებულ სახლებში, ბევრს კი ამის საშუალებაც არა აქვს.