
"გესვრი!" - ამ სიტყვებით მიიწევს წინ სირბილით იარაღმომარჯვებული პოლიციელი ბაიკერების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე, რომელიც გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, სპონტანურად გაიმართა. შეგახსენებთ, ავტოავარია მარცხენა სანაპიროზე მოხდა, წინასწარი ინფორმაციით, იმ დროს, როცა პოლიციის მანქანა მოტოციკლეტს მისდევდა.
ოფიციალური ინფორმაციით, მოტოციკლისტი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, მის შეჩერებას პოლიციელი შეეცადა, მაგრამ ვერ მოახერხა. მოტოციკლი ტაქსს შეეჯახა, ახალგაზრდა, რომელიც მოტოციკლს მართავდა, ადგილზე გარდაიცვალა.
ბაიკერების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე დღეს სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.