
ზუგდიდში დისლოცირებული განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს თანამშრომელი ზ.ხ. უცნობმა პირებმა საკუთარ სახლთან დაჭრეს. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "თაიმერი" ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, პოლიციელი თავდამსხმელებმა სახლიდან გამოიყვანეს და გულ-მკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენეს. დაჭრილ პოლიციელს ამ წუთებში ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში სასწრაფო ოპერაცია უტარდება.
"თაიმერის" ინფორმაციას ადასტურებენ შსს-ში. მომხდარ ფაქტზე გამოძიება 118 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.