"ათასი ქურდობა ხდება, წადი, თავად გაარკვიე" - გაქურდული ბინის ხელოსანი პოლიციიდან უკან გააბრუნეს

Image

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი თბილისში, დიდუბის რაიონში, წერეთლის პროსპექტზე მომხდარი ერთი ქურდობის შესახებ ჰყვება, რის თაობაზეც პოლიციას გაქურდული ბინის ხელოსანმა შეატყობინა, ხოლო პოლიციიდან მოქალაქე უკან გააბრუნეს, განცხადება არ დააწერინეს და ურჩიეს, სიტუაციაში თავად გარკვეულიყო, რის შემდეგაც ხელოსანმა ადვოკატს დაურეკა და ორივენი პოლიციაში მივიდნენ.

 

"დღეს წერეთელზე გაქურდეს ჩემი ნათესავის ბინა, სადაც მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები. მოპარულია საოჯახო ტექნიკა და მუშის ხელსაწყოები... ზარალმა შეადგინა დაახლოებით 8000 ლარი...

 

ხელოსანმა, რომელსაც დილით ბინა გაქურდული დახვდა, მივიდა იქვე მდებარე დიდუბე–ჩუღურეთის სამმართველოს მე–4 განყოფილებაში და განაცხადა მომხდარის შესახებ.

 

პოლიციის შენობის მე–2 სართულზე გამომძიებელმა ნამჯოშვილმა, ქურდობის ფაქტის შესახებ განცხადების დასაწერად მისული კაცი, უკან გამოაბრუნა, განცხადება არ დააწერინა და გაისტუმრა შემდეგი სიტყვებით: – "ათასი ქურდობა ხდება, მილიონში ერთი პროცენტია იმის შანსი, რომ გაგიმართლოს და საქმე გაიხსნას, ამიტომ ნურც შენ წვალობ და ნურც ჩვენ გვაწვალებ, აზრი არ აქვს მაინც და ეგებ შენით გაარკვიო რაიმე, წადი სახლშიო"..

 

შეცბუნებულმა და ყურებჩამოყრილმა ხელოსანმა დამირეკა და შემომჩივლა მომხდარის შესახებ.

 

გადავდე ყველა საქმე და ხსენებულ პიროვნებასთან ერთად მივედი პოლიციის განყოფილებაში. მე–2 სართულზე დაგვხვდა სამუშაო სავარძელზე ნებიერად გართხმული გამომძიებელი ნამჯოშვილი, რომელსაც განვუცხადე, რომ მსურდა ხელმძღვანელობასთან შეხვედრა.

 

ნამჯოშვილმა ბრძანა – უფროსი ადგილზე არ არის, ხოლო მოადგილეს კი სძინავსო. ამის შემდეგ "გამომძიებელმა" მობილურზე დაურეკა ვიღაც პიროვნებას და შეაყტობინა ჩვენი მისვლის შესახებ და უთხრა – იმ ხელოსანმა ადვოკატი მოიყვანაო... შემდეგ ჩვენ მოგვიბრუნდა – დაიცადეთ, მოადგილე გაიღვიძებს და მიგიღებთო.

 

მე დავრეკე შსს–ს გენ. ინსპექციის ნომერზე 126 და ვაცნობე ყოველივე ზემოაღნიშნულის შესახებ. გენ. ინსპექციის წარმომადგენელს აგრეთვე ტელეფონზე ესაუბრა გაქურდული ხელოსანიც.

 

ამის შემდეგ "მოადგილემ" მალევე გაიღვიძა და მიგვიღო. სმილე ემოცია კაბინეტში, გამომძიებლის ტანდასწრებით დამიწყო ანოტაციის კითხვა: – ეს კაცი უყურადღებოდ არ დაგვიტოვებია, უკან ოპერატიული თანამშრომელი გავაყოლეთ, ჩვენ ჩვენი ოპერატიული მეთოდები გვაქვს და არ იცით თქვენო... 

 

მოკლედ რომ ვთავა, პოლიციელები "ვაიძულე რა" დაეწყოთ გამოძიება, დავტოვე განყოფილების შენობა.

 

ჩემი წასვლის შემდეგ განყოფილებაში ამტყდარა ერთი ამბავი: დაეტაკნენ საცოდავ ხელოსანს – რატომ მოიყვანე ადვოკატი და რატომ დარეკეთ შსს–ს გენ. ინსპექციაშიო. იმის მაგივრად, რომ ქურდობის საქმისთვის მიეხედათ, დაიწყეს ზეწოლა საწყალ ხელოსანზე: აიძულებდნენ მას, დაერეკა გენ. ინსპექციაში და დაეფიქსირებინა, თითქოს აღელვების ნიადაგზე მიაწოდა მათ მცდარი ინფორმაცია და პოლიციის მხრიდან მის მიმართ უყურადღებობას ადგილი არ ჰქონია. ხელოსანი წინააღმდეგი იყო შეესრულებინა პოლიციელების მოთხოვნა და აი აქ მოხდა სასწაული:

 

– გამომძიებელმა ნამჯოშვილმა, გაქურდული ხელოსნის ტელეფონით თავად დარეკა გენ. ისნპექციის ნომერრზე 126 და შეატყობინა შემდეგი: მე ვარ ესა და ეს (ხელოსნის სახელი გვარი), ბინა გაქურდული დამხვდა და აღელვების ნიადაგზე დავრეკე თქვენთან, მოგაწოდეთ მცდარი ინფორმაცია, თითქოს პოლიციამ უყურადღებოდ დამტოვა, რასაც ადგილი არ ჰქონია და გთხოვთ მიიღოდ ცნობადო... 

 

აღსანიშნავია, რომ ყოველივე ხდება განყოფილების უფროსის მოადგილის თანდასწრებით მისსავე კაბინეტში.

 

პოლიციის შენობიდან 8 საათის შემდეგ გამოსულმა ხელოსანმა შემატყობინა მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, რაც ასევე ორთავემ ჩვენივე ტელეფონის საშუალებით ვაცნობეთ შსს–ს გენ. ინსპექციას.

 

აღმოჩნდა, რომ ამ ხელოსნის ტელეფონს მე–4 განყოფილება უკანონოდ უსმენენს... გენ. ინსპექციასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ რამოდენიმე წუთში მას დაურეკა გამომძიებელმა და უთხრა, რომ კრიმინალისტებს გაქურდული ბინის "დამუშავებისას" დარჩენიათ "ფხვნილი" და მოგვიტანეო. ცხადია, რომ პოლიცია უკანონოდ ახორციელებდა სატელეფონო მოსმენას და შეიტყვეს რა ხელოსნის მიერ გენ. ინსპექციაში განხორციელებული ზარის შესახებ, შეეცადნენ მის მე–4 განყოფილებაში მიტყუებას შემდეგი "დამუშავების" მიზნით...", - წერს ირაკლი ზაქარეიშვილი.

 

ფოტოზე: პოლიციის გამომძიებელი ნამჯოშვილი

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !