
სამართალდამცველებმა კიევის აეროპორტში ე.წ. ქურდული სამყაროს თვალსაჩინო წარმომადგენელი კახაბერ ორაგველიძე, იგივე "კახა ტბილისსკი" დააკავეს.
კრიმინალური ავტორიტეტი ანექსირებული ყირიმში არალეგალურად გადაადგილდებოდა და დაკავების წინაპერიოდშიც იქ იმყოფებოდა. კახა ორაგველიძე საქართველოში 1998 წლიდან იძებნება, როგორც სხვადასხვა დროს მომხდარ დანაშაულში ეჭვმიტანილი. სავარაუდოდ, მისი ექსტრადირება საქართველოში რამდენიმე დღეში მოხდება.