
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა თანამშრომელს ზაზა ხასიას, რომელიც დღეს საღამოს საკუთარ სახლთან უცნობმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, ოპერაცია ჩაუტარდა და ამჯერად მისი მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ "თაიმერი" იტყობინება.
ცოტა ხნის წინ, სწორედ "თაიმერმა" გაავრცელა ინფორმაცია პოლიციელის დაჭრის შესახებ, რომელიც შსს-მ დაადასტურა. გაირკვა, რომ თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებული გულმკერდის ნაცვლად, პოლიციელი ფეხებში დაჭრეს. მას თავდამსხმელებმა შინ მიაკითხეს, სახლიდან გაიხმეს და ესროლეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.