თბილისის მერიაში მომხდარი კურიოზული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია „ფეისბუქზე“ ვრცელდება: თბილისის მერიამ 100 წლის ქალს, რომელიც 1000 ლარით უნდა დაეჯილდოვებინა, შეცდომით სარიტუალო მომსახურება შესთავაზა.
„რუსთავი-2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი „ფეისბუქზე“ განხილვად აქტიურ თემებს „ფეისბუქზევე“ ეხმიანება და წერს, რომ სამი დასკვნა გამოიტანა.
პოპულარული ტელეწამყვანი მერსი სულხანიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, რომელსაც წარწერას ურთავს: "სამოთხეში ვარ". ფოტომ დიდი დაინტერესება გამოიწვია, თუმცა, მერსის არ დაუკონკრეტებია, სად არის ის გადაღებული.
სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ყველაზე მოთხოვნადი დღეს გამოქვეყნებულ პოსტებზე და სტატუსებზე თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის მონიშვნა გახდა. ეს მინისტრის კომენტარმა განაპირობა, რომელიც მან სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენების არჩართვასთან დაკავშირებით გააკეთა.
თსუ-ს პროფესორის ქეთევან პავლიაშვილის მოსაზრება, რომელიც მან „ფეისბუქზე“ დაწერა, სწრაფად გავრცელდა. პროფესორი ამბობს, რომ ახალგაზრდებით აღტაცება თავის მოტყუება და სირაქლემას პოზაა, რადგან ყოველ სემესტრში უფრო დაჩლუნგებული თაობა მოდის.
მომღერალ გიგა კვენეტაძის ყოფილი მეუღლე, მოსკოვში მომუშავე პროდიუსერი ნინო წიკლაური თბილისში მომხდარ სტიქიას კაზანტიპის რესპუბლიკის ფესტივალს უკავშირებს, რომელიც შარშან ზაფხულში, ანაკლიაში გაიმართა.
"ტაბულის" დირექტორი და დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქით" ეხმიანება საქართველოს კათოლიკო-პატრიარქის ბოლოდროინდელი განცხადებების შინაარსს და პატრიარქისადმი დამოკიდებულების რამდენიმე წლის წინანდელ და ახლანდელ პარალელზე საუბრობს.
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი "კურიერის" ვერეს ხეობიდან გაძღოლის შესახებ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს ეხმიანება და მათ პასუხობს, ვისაც იდეა არ მოეწონა.
რეჟისორი ქეთი დოლიძე მის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსზე ემიგრანტების რეაქციას ეხმიანება და განმარტავს, რომ სტატუსი ემიგრანტებისადმი უდიდესი პატივისცემით დაწერა.
სასულიერო პირი მამა ექვთიმე მაჩაბელი-ხუციშვილი „ფეისბუქში“ წერს, რომ მის გვერდს საპატრიარქოში „მავანნი“ განიხილავენ და მისი პოპულარულობა აშფოთებთ. ამ კონტექსტში მამა ექვთიმე შორენა თეთრუაშვილსა და მიქაელ ბოტკოველს მიმართავს.