
„რუსთავი-2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი „ფეისბუქზე“ განხილვად აქტიურ თემებს „ფეისბუქზევე“ ეხმიანება და წერს, რომ სამი დასკვნა გამოიტანა.
„ბოლო ორი კვირა ვერ ამოვისუნთქე. ჯერ ვაიმე სტიქიაო, მერე მადლობა რუსთავი 2-სო, ქავერ ფოტოდ ლამის ყველამ დაიყენა- ორ დღეში გვამებზე ქუსლებით რატომ იცეკვეთო- მერე ვეფხვიო, აფთარიო და ბოლოს ყოჩაღ მზიურის თაობაო.
მანჰეტენი უნდა იყოს თუ არ იყოს სერიოზული განხილვა მიდის- და ის ისაა ვიფიქრე ეხლა ჩაირთვება ზაფხული რეჟიმი და დაიწყება ვინსადროგორისვენებს და ვინრომელდარბაზშიივარჯიშადარომელსოლარიუმში იყო ფოტოები... მაგრამ ვინ გაცალა.
იმაზე მეტად- რეალურად რა გადაწყვეტილება მიიღო აშშ უზენაესმა სასამართლომ, ქართულ ფბ-ზე იმას განიხილავენ- რომელი ქართველი როგორ შეხვდა ამ გადაწყვეტილებას. .....სამი დასკვნა გამოვიტანე:
1. ტრ&@კი (თუნდაც სხვისი) და მასთან დაკავშირებული პროცესები ამ საზოგადოებისთვის განსაკუთრებულად სენსიტიურია ( იხ. პოსტები ციკლიდან "კაცები გადამალეთ" და "26 ათასი გაუპატიურებული ვაჟკაცი")
2. რა კარგია, რომ ქართული განსხვავებული ანბანია და ამ ყველაფერს სალი კლდეების მიღმა ვერავინ კითხულობს
3. რა მაგარია, რომ 2008-ში "ოდნოები" უფრო პოპულარული იყო.... თორემ თბილისში კი არა, გარდაბნამდე მივაცილებდით იმ ტანკებს....
მესამე პუნქტი შესაძლოა სადავოა. მაგრამ პოსტიც ჩემია, ავატარიც, და სხეული ის ნაწილებიც- რომელსაც ვატყობ ჩემზე მეტად ჩემი ფრენდები უფრთხილდებიან...
ხო მართლა- ამ კვირა დღეს ასე რატომ გცალიათ? რა დროს ესაა- ყველა ქართულ რესტორანში კაი რუსულებს უბერავენ...“.