გიორგი ლაფერაშვილი: "გუშინ ყველა გეოლოგი იყო, დღეს ყველა სცენის დეკორატორია..."

Image

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი "კურიერის" ვერეს ხეობიდან გაძღოლის შესახებ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს ეხმიანება და მათ პასუხობს, ვისაც იდეა არ მოეწონა.

 

შეგახსენებთ, გუშინ დიკო ჯოჯუა და ზაალ უდუმაშვილი "კურიერს" არა სტუდიიდან, არამედ ვერეს ხეობიდან უძღვებოდნენ, რასაც არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა "ფეისბუქში". საქმეში მეტნაკლებად ჩახედული მომხმარებლები წერდნენ, რომ ეს აპრობირებული მეთოდია მსოფლიოს წამყვან მედიასაშუალებებში და რომ წამყვანის ყოფნა შემთხვევის ადგილზე ზრდის სანდოობას იმ ამბისადმი, რასაც ეს წამყვანები ჟურნალისტებთან ერთად ჰყვებიან, თუმცა, ინტერნეტმომხმარებელთა ნაწილმა ეს მანევრი შოუდ აღიქვა და გადაწყვეტილებას "იაფფასიანი ვიზუალური ეფექტი" უწოდა.

 

გიორგი ლაფერაშვილი:

 

"გუშინ ყველა გეოლოგი იყო, დღეს ყველა სცენის დეკორატორია... გენიოსია გოგლა ლეონიძე- მარიტა რომ გვქია და უღვთოდ ლამაზი ხარ- ეგეც საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ მთელმა სოფელმა ტალახი გესროლოს. თან ისე, რომ ამ ტალახის სროლაში პირველობაზე ჰქონდეს პრეტენზია.

 

სინამდვილეში კი არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სად ვიდექით დღეს და რას ვაშუქებდით გუშინ. მთავარი მაინც ის უბედურებაა, რაც ამ ქალაქში მოხდა. და საფიქრალიც მხოლოდ ის, როგორ დავაღწიოთ თავი ამ კატასროფის შედეგებს.

 

თუ "კურიერმა" შეგაწუხათ, ტელევიზორის ხმას ჩაუწიეთ- ჩუმად ყოფნა დიდხანს არ მოგიწევთ- შარდენიდან და სანაპიროს რესტორნებიდან მოტანილი შრიალის ხმას ქარი ისედაც მოიტანს თქვენამდე.

 

ბოდიში თუ ვერ აგყვებით პოლემიკაში - უნდა დავიძინო- ხვალ დილიდან ისევ სამსახურში უნდა ვიყო და ჩემი საქმე ვაკეთო. მიხარია, რომ ასეთი უფრო მეტია- ზოგი მზიურში წავა და დღეს დაწყებულ საქმეს გააგრძელებს. ზოგი ოფისში და იქიდან შეეცდება ამ ქვეყნისთვის რამე სასარგებლო გააკეთოს", - დაწერა გვიან ღამით გიორგი ლაფერაშვილმა "ფეისბუქზე". 

 

განხილვას სხვადასხვა გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის, ასეთიც:

 

kur.jpg

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !