
მომღერალ გიგა კვენეტაძის ყოფილი მეუღლე, მოსკოვში მომუშავე პროდიუსერი ნინო წიკლაური თბილისში მომხდარ სტიქიას კაზანტიპის რესპუბლიკის ფესტივალს უკავშირებს, რომელიც შარშან ზაფხულში, ანაკლიაში გაიმართა.
''ახლა დავწერ და ვიცი, ბევრი იტყვის ამან გააფრინაო, გოიმიაო, ქაჯიაო და ეგ რა შუაშიაო, მაგრამ მაინც დავწერ ჩემს აზრს. როდესაც შუა დიდმარხვაში, მარიამობის მარხვაში, ღვთიშმობლის წილხვედრ მიწაზე, სადაც ღვთისმშობლის კვართია, საქართველო და ქართველი დაუშვებს იმას, რომ გარყვნილი, თავზე ხელახებული ყველა ნებადართული ''კაზანტიპი რესპუბლიკის'' ჩატარებას, ამას ეს აუცილებლად მოყვებოდა.
ძალიან ვწუხვარ, ძალიან. ვინც მიცნობს, იმათ იციან, რომ შარშან ვამბობდი, არ დაგვემართება კარგი ამბავი-მეთქი. გინდა, ჯუნა მეძახეთ ახლა და გინდა ვანგა, თუმცა ეს ნებისმიერ ქრისტიანს უნდა ესმოდეს და აქ ნათელმხილველობა არ არის საჭირო...
სხვამ რაც გინდა, ის აკეთოს თავის ქვეყანაში, ჩვენ მათზე მეტი მოგვეკითხება. ჰოდა მოდით, ახლა დავრთოთ ნება, რომ გეი პარადები ჩაატარონ, გავაგრძელოთ გეი და ლესბოსელების გადაცემებში მოწვევები, სასულიერო პირების და პატრიარქის ლანძღვა და კიდევ ერთხელ ჩავატაროთ ''კაზანტიპი'', რადგან ნაწყენი დარჩნენ შარშან... არ არის სასაცილო, მაგრამ სიმწრის სიცილია! დაიწყეთ ახლა, როდის მერე გახდა წიკლაური მონაზონი და რას ბოდავსო'' - წერს "ფეისბუქში" ნინო წიკლაური.