-
2015-06-06 07:16
სასულიერო პირი მამა ექვთიმე მაჩაბელი-ხუციშვილი „ფეისბუქში“ წერს, რომ მის გვერდს საპატრიარქოში „მავანნი“ განიხილავენ და მისი პოპულარულობა აშფოთებთ. ამ კონტექსტში მამა ექვთიმე შორენა თეთრუაშვილსა და მიქაელ ბოტკოველს მიმართავს.
„…ახლა კიდევ საფიქრალი,,,ჩემ გვერდს თურმე საპატრიარქოში მავანნი საგულდაგულოდ განიხილავენ და შენიშვნა(ვითომ ღიმილ-ხუმრობა ნარევი სმაილი) შემომითვალეს, ნამეტანი პოპულარული ხარო...
ასე,რომ ალბათ ჩემი საყვარელი ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი და ჩემი ძმა და ჩემი სიყვარულის თანა-ზიარი, მამა მიქაელ ბოტკოველი შფოთავენ თურმე და ისიც, რომ (რამაც ჩემში ხარხარამდე მისული სიცილი გამოიწვია) თურმე ჩემ ქალბატონ შორენას ისე, რაა, შორიდან ვცნობივარ... ჰაა ჩემო ტკბილო ქალბატონო... ასე დამიბერდი, რომ გავიიწყდება ასე ახლო წარსული... არა უშავს მე მაინც ისევ ისე ძველებურად მიყვარხარ...
მამაოს კი რააა, ჩემს ჭირ-ვარამის გამზიარებელს სემინარიიდან მოყოლებული... თავად მიხვდება, ალბათ, რასაც ვეტყვი... იხარეთ ჩემო კარგებო... თქვენთან ერთად კი იმათააც, ვინც ასე დაძრომიალობს ჩემს გვერდში, რამეს იქნებ ისეთს გამოვკრა ხელი, რომ... რას უნდა გამოკრა სიყვარულის მეტს, ჩემო ტკბილო ადამიანო...
იხარეთ და იდღეგრძელეთ… აი ასე, სამმაგად მიყვარხართ!!!“, - წერს მამა ექვთიმე.