ჟურნალისტი არჩილ გამზარდია "ფეისბუქში" წერს, რომ გადაცემა "კვირის 2030" დაიხურა და მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილსა და ვასილ მაღლაფერიძეს, როგორც თანამშრომლობისთვის, ასევე თანამშრომლობის შეწყვეტისთვის.
ლარის გადარჩენის მიზნით პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე უარს ამბობს საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობაზე, რომელიც, მისი თქმით, ტვირთად აწევს ბიუჯეტს და მოქალაქეებს, ვისაც შემოსავალი ამის საშუალებას აძლევს, მოუწოდებს, მას მიბაძონ.
"ფეისბუქზე" პოპულარულია "ჩაკრულოს" პაროდია, რომლის ავტორია იუზერი Ta Ta'mara. "ქოცური "ჩაკრულო" - ასე ეწოდება პაროდიას.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ აღსრულების ბიურომ "რუსთავი2"-ის ქონების ნაწილი - ავტომობილები დააყადაღა, "ფეისბუქზე" "რუსთავი2"-ის მხარდასაჭერად შექმნილ ჯგუფში გამოთქვამენ ინიციატივას, საკუთარი მსუბუქი მანქანები კომპანიას გადაუფორმონ ან თავად მოემსახურონ, როგორც მძღოლები.
ერთი წლის წინ კახა კალაძემ "რუსთავი-2"-ის "კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნება" დაანაონსა, მაგრამ კიწმარიშვილის თთვითმკვლელობის ვერსიისადმი გაჩენილმა უნდობლობამ ტელეკომპანიის წართმევის საქმე გადაავადა, ახლა კი, როცა "რუსთავი-2" კონცერტებს ატარებს, მათზე კი უამრავი ხალხი მიდის, ივანიშვილს ნერვები ეშლება და სცენაზე გამოდის ქიბარ ხალვაში, საქმის მთავარი მოწმე კი მოკლულია.
ინტერნეტმომხმარებლებმა და „ფეისბუქზე“ აქტიურმა იუზერებმა დღეს ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ე.წ. „უწმაწური აქციის“ მონაწილეთა დაკავების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება სხვადასხვაგვარად გამოხატეს.
თაკო სალაყაიას დედა ნატა ჯინჭველაძე "ფეისბუქში" წერს, რომ ვანო მერაბიშვილის საყვედური გაითვალისწინა და ციხეში ინახულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცერი, ზუგდიდელი ირაკლი შანავა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე საქართველოს პარტნიორი ქვეყნის მიმართ აგრესიული განწყობის გაღვივებით, ასევე ჰომოფობიური შინაარსის ბმულების გაზიარებითაა დაკავებული.
„ფეისბუქზე“ პოპულარულია საბერძნეთში ჩატარებული რეფერენდუმის შეფასებები არა ეკონომიკიურ, არამედ გლობალურ ჭრილში, ე.წ. ცნობილი სახეების მიერ. ერთერთია ქეთი დოლიძე, რომელსაც მიაჩნია, რომ ბერძნებმა გაიმარჯვეს და ევროკავშირს ჭკუა ასწავლეს.
ინტერნეტსივრცეში დიდი განხილვა და ვერსიების გაჟღერება მოჰყვა დილით ორი ფეისბუქმომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ ისტორიას, სადაც პრეზიდენტი მარგველაშვილი და მოხუცი ქალი ფიგურირებდნენ.