
ზოოპარკის ტერიტორიაზე დამხრჩვალი და გადარჩენილი ცხოველების აღწერა თითქმის დასრულებულია და არც ერთი მტაცებელი ცხოველი ზოოპარკის გარეთ აღარ იმყოფება და ქალაქში არ დადის, -
ამის შესახებ ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ზოოპარკს არც დათვის ბელები ჰყავდა, ამიტომ არ იცის, საიდან გაჩნდა დათვის ბელი ნუცუბიძის პლატოს ერთერთ მიკრორაიონში, რომელიც დაიჭირეს და ზოოპარკში მიიყვანეს.
„არც ერთი მტაცებელი ცხოველი ზოოპარკის გარეთ აღარ არის და ქალაქში არ დადის. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება და არც აქამდე ემუქრებოდა. ის ფოტოები და ინფორმაციები, რაც ცხოველების ქალაქში ყოფნასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა, ძირითადად ფოტომონტაჟი და არასწორი იყო“, - განაცხადა ზოოპარკის დირექტორმა.