
ზუგდიდის ცენტრში ტვ "ოდიშის" დაცვის თანამშრომელს ხუთი პირი დაესხა თავს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ერთერთი თავდამსხმელი დაკავებულია.
ნაცემი პირი, ლევან ქურდიანი წვევამდელია და სამხედრო საქონტრაქტო სამსახურს გადის. ამ დროისთვის ის ტელეკომპანია "ოდიშის" დაცვის თანამშრომელია.
ინფორმაციას "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" წევრი სალომე მაქაცარია ავრცელებს და ფოტოსაც აქვეყნებს:
"ამ წუთებში თავდასხმა მოხდა ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩაში, ხუთი უცნობი პიროვნება თავს დაესხა ტელე-რადიო კომპანია ,, ოდიშის" დაცვის პოლიციის თანამშრომელს ლევან ქურდიანს. ის სასტიკადაა ნაცემი.
ერთ-ერთი თავდამსხმელი დაკავებულია."