-
2015-06-16 02:31
მუსიკოსი, ძაღლების ცნობილი ფსიქოლოგი ნოდარ მანჩხაშვილი ამჟამინდელი ზოოპარკის ტერიტორიაზე, მისი დასუფთავების შემდეგ ჩვეულებრივი გართობისა და დასვენების პარკის დაარსების იდეით გამოდის, რომელსაც „შუმბა-პარკი“ დაერქმევა.
„ვიცი, არავინ მომისმენს და არც არავის მოუსმენენ, მაგრამ ერთ ინფანტილურ სურვილს მაინც გამოვთქვამ: ზოოპარკი რომ გადავა სხვა ადგილას, დღევანდელი ზოოპარკის ტერიტორიაზე გაშენდეს ჩვეულებრივი პარკი, გაზონებით, ყვავილებით, ბუჩქებით, ხეებით, ბავშვების სათამაშო სკვერებით, სასრიალოებით, აიწონა-დაიწონებით, ძაღლებისთვის განკუთვნილი შემოღობილი ადგილებით... დაერქვას შუმბა-პარკი“.
ნოდარ მანჩხაშვილის („ფეისბუქზე“ მას იცნობენ, როგორც ძია ნოდარს) ინიციატივას დიდი დაინტერესება და გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტმომხმარებლებში. არის ვერსია, შეიქმნას პეტიცია, სადაც ამ სახელწოდების პარკისთვის მიწის გამოყოფის თხოვნა მტავრობისადმი იქნება წარდგენილი.
იდეას თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას მხარს უჭერს, ხოლო დოკუმენტს ან პეტიციას, მისი შექმნისა და მერიაში გადაგზავნის შემთხვევაში აუცილებლად მიადევნებს თვალს.